ახალი ამბები

ბებნისის სკოლის მოსწავლეებმა გორის ბავშვთა თავშესაფარში საჩუქრები მიიტანეს 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფარს პროდუქტი გადასცეს, – ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“glow Club -ის ორგანიზებითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მაია მაჭარაშვილის ხელშეწყობით გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფარს შემოწირულობის სახით პროდუქტი გადასცეს. სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს გულისხმიერებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი