ახალი ამბები

კასპის მერიამ 9 ავტომობილის შესაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მერიისა და საკრებულოს საკუთრებაში არსებული 9 ავტომანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა.  

მერიას აღნიშნული მომსახურებისთვის გათვალისწინებული აქვს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1`322`588 ლარის ოდენობით, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 50`000 ლარია. 

“გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება 50 000 ლარის ფარგლებში და იგი მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველის საჭიროებისამებრ მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურების ღირებულებათა ჯამს. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებულებას იხსნის განახორციელოს სახელშეკრულებო თანხის სრულად ათვისება”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

კასპის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამონათვალი ასეთია: 

მერსედესი C კლასი – გამოშვების წელი 1997;

ტოიოტა ჰაილუქსი –  გამოშვების წელი 2012;

“ლექსუს ერ იქს 300 ” – გამოშვების წელი 2002;

ჰიუნდაი სანტაფე;

“ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო” –  გამოშვების წელი 2008;

“ტოიოტა ქამრი” გამოშვების წელი – 2007;

SKODA OCTAVIA –  გამოშვების წელი 2013;

SKODA OCTAVIA  – გამოშვების წელი 2014;

SKODA FABIA –  გამოშვების წელი 2013;

სატენდერო წინადადებების მიღება 2022 წლის 19 დეკემბერს მთავრდება.

დატოვეთ კომენტარი