ახალი ამბები

გორში ცენტრალური ქუჩების შემდეგ, საახალწლო განათებებს გარეუბნებშიც ამონტაჟებენ 

გორში ცენტრალური ქუჩების შემდეგ, საახალწლო განათებებს სხვა უბნებშიც აკეთებენ. სამუშაოები დილიდან კომბინატის დასახლებაში მიმდინარეობს.

“სუხიშვილის, თბილისის, ჭავჭავაძის ქუჩები, სტალინის და მშვიდობის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილი, საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება”, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორის კეთილმოწყობის სააგენტოში განუცხადეს.

მთავარი ნაძვისხის მონტაჟი კი, რომელიც ტრადიციულად ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსდება, დაიწყება მომავალი კვირიდან. ასევე, მომავალი კვირიდან განათდება ის ქუჩები, სადაც დასრულდება სამუშაოები. სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში მდებარე ფანტანზე კი, წელსაც მოეწყობა ნაძვის ხის დეკორაცია. 

დატოვეთ კომენტარი