ახალი ამბები

გორში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი სპორტული ღონისძიება მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში სპორტული ღონისძიებით ჩაერთო, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

„ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ“, – ასე ერქვა ტურნირს, რომელშიც მოკრივე გოგონებმა და ბიჭებმა იასპარეზეს. შეჯიბრების მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, მედლები და თასები. გარდა ამისა, მოზარდებმა სამახსოვრო საჩუქრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.