ახალი ამბები

ხაშურში ვატო ჟორდანია კონცერტს გამართავს 

ხაშურში პიანისტი ვატო ჟორდანიას კონცერტი გაიმართება. 

საფორტეპიანო – კლასიკური მუსიკის კონცერტს ხაშურის სამუსიკო სკოლა უმასპინძლებს. 

კონცერტი 8 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. 

ინფორმაციისთვის, ვახტანგ (ვატო) ჟორდანია არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.  საბერძნეთის ახალგაზრდა პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსზე მიიღო II პრემია, II პრემია ვასილი კრაინევის სახელობის პიანისტთა V საერთაშორისო კონკურსზე,  I პრემია საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV კონკურსზე. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის, ვლადიმერ სპივაკოვის, ლ. ლეონსკაიას, ელენე ანჯაფარიძესა და ლ. მარკოზის სახელობის სტიპენდიებით.

დატოვეთ კომენტარი