ახალი ამბები

“გაუსაძლის პირობებში ვართ”, – ანწუხელიძის #6 -ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ 

გორში, კომბინატის დასახლებაში, ანწუხელიძის 6-ში მდებარე საერთო ბინების მცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, კორპუსში რამდენიმე თვეა რავ საკანალიზაციო სიტემა მწყობრიდან არის გამოსული და ფეკალური მასები სადარბაზოში მიედინება. ამბობენ, რომ სველი წერტილებით ვეღარ სარგებლობენ და სათლებში უწვთ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

“გაუსაძლის პირობებში ვართ და ჩვენი პატრონი არავინ არ არის. კანალიზაცია მოშლილია, სასმელი წყალიც არ გვაქვს. მივმართეთ მერიას, მაგრამ შედეგი არ არის. დაგაფინანსებთო კი გვითხრეს, მაგრამ გაკეთებაზე რომ მივიდა საქმე, მერე ამბობდნენ ფული უნდა აიკრიფოსო. 5 ათასი ლარი უნდა, რომ მოწესრიგდეს ყველაფერი და მაგდენი თანხა აქ არავის აქვს, ყველა გაჭირვებული ამ ბინაში ცხოვრობს”, – ამბობს ნათელა კაციტაძე.

კორპუსის მცხოვრებლები გორის მერიისგან ყურადღებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ რომ სათლებით გორის მერიასთან მივიდნენ და აქცია გამართონ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.