ახალი ამბები

გორის მერიის ინიციატივით სამაჩაბლოზე სიმღერა შეიქმნა

გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მხარდაჭერით სამაჩაბლოზე ახალი სიმღერა შეიქმნა, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამაჩაბლოზე ახალი სიმღერის შექმნის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.

“სიმღერას ანსამბლ ,,ლიახვთან“ ერთად მუსიკალური პროექტის ,,ჯეოსტარი“ გამარჯვებული თინათინ ჭულუხაძე ასრულებს, რომელიც წარმოშობით სამაჩაბლოდანაა. სიმღერის ავტორია კომპოზიტორი დავით არჩვაძე, ლექსის ავტორი – პეტრე კოლხი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული სიმღერის პრემიერა უკვე შედგა ტელეკომპანიის “იმედი” ეთერში.

დატოვეთ კომენტარი