ახალი ამბები

“სპორტის სასახლესთან რამდენიმე პირმა იჩხუბა” – რა მოხდა გორში 

“დარბაზის უკანა მხარეს რამდენიმე ადამიანს დაუწყია ჩხუბი, ერთ-ერთს იარაღიც ჰქონდა”, – უთხრეს “მოზაიკას” მოქალაქეებმა. 

თვითმხილველების ცნობით, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

“პოლიციაც იყო და ორი ადამიანი დაუკავებიათ. სხვებიც ამბობდნენ, რომ იარაღი ამოიღო ერთ-ერთმაო”, – ამბობს მოქალაქე. 

“მოზაიკა” მომხდარის დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. 

დატოვეთ კომენტარი