ახალი ამბები

ყინწვისში ოჯახს, რომელსაც სახლი დაეწვა, საკრებულოს დეპუტატებმა ფული შეუგროვეს 

ყინწვისში, ხანძრის დროს დაზარალებულ ხარებოვების ოჯახს საკრებულოს დეპუტატებმა ფული შეუგროვეს.

ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის, ჯუმბერ შუბითიძის ინიციატივით გაკეთდა შესაწირი ყუთი,სადაც საკრებულოს დეპუტატებმა სურვილისამებრ თანხა ჩააგდეს. 

საერთო ჯამში, დეპუტატებმა ოჯახისთვის 455 ლარის შეაგროვეს, რომელსაც დაზარალებულ ოჯახს გადასცემენ. 

“ოჯახს ხანძრის დროს, იმ დღეს აღებული სოციალური დახმარებაც დაეწვათ და ფულის გარეშე დარჩნენ”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ შუბიძიძემ. 

მისივე თქმით, გარდა აღნიშნული თანხისა, ოჯახს მერიაც დაეხმარება 4000 ლარით, რომელიც სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულთათვისაა განკუთვნილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი