ახალი ამბები

“უჩინმაჩინის ქუდი” – პიესას გორის თეტრი რეპერტუარში აბრუნებს 

ერისთავის თეატრი გორში, რეპერტუარში აბრუნებს გიორგი ერისთავის პიესას ” უჩინმაჩინის ქუდი”. დასი პრემიერისთვის ემზადება.

სპექტაკლი რეჟისორმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგა.

“ერისთაველები” გვპირდებიან, რომ მე-19 საუკუნის კოლორიტული და ტოლერანტული საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, ნაჩვენები იქნება იმდაგვარად, რომ ის ნაცნობი იქნება თანამედროვე მაყურებლისათვისაც.

ერისთავის “უჩინმაჩინის ქუდი” კომედიის ჟანრის კლასიკაა. სპექტაკლი ერთ მოქმედებად გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი