ახალი ამბები

2023 წელს გორში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 37 პროექტი დაფინანსდება 

გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოქალაქეებმა 2023 წლისთვის 94 საინიციატივო წინადადება წარადგინეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, წარდგენილი წინადადადებებიდან 37 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. 

“გამარჯვებული საინიციატივო წინადადებების გამოვლენის პროცესი 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეები”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შერჩეული პროექტები გორის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარით დაფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.