ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის ეზოში, 40 ძირი ნერგი დარგეს.
ხაშურის რესურსცენტრის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.
“8 უთხოვარი, 5 ვარდის ბუჩქი,12 კიპარისი და 15 ტუია მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად დარგეს”, – წერს რესურსცენტრი.
რესურსცენტრის განმარტებით, გამწვანების აქციის ორგანიზატორი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი” იყო. ღონისძიება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
დატოვეთ კომენტარი