ახალი ამბები

ბიზნესმენს, რომელიც უკრაინელ ქალზე ძლადობისთვის დააკავეს 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

უკრაინელ ქალზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულ ბიზნესმენს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, პროცესს მოსამართლე ირმა გოგოლაძე უძღვებოდა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, გიდონ ხაკამისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯოლობა ხაშურის სასამართლოში დასრულდა. მოსამართლემ ბრალდებულს საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო შეუფარდა.

თავად ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ მის წინააღმდეგ საქმე “შეკერილია” და გამოძიებას არ ენდობა.

შეგახსენებთ, რომ გიდონ ხაკამი ხაშურში 3 დღის წინ დააკავეს, მას მეგობარ ქალზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას ედავებიან. სავარაუდო მსხვერპლი უკრაინის მოქალქეა და ის ხაკამთან ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

დატოვეთ კომენტარი