ახალი ამბები

“დიცში მიწები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა” – გორის მერია 

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ დიცში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. უწყების ცნობით, მიწები რომლის გასხვისებასახ სოფლის მოსახელოება აპროტესტებს, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. აქციის მონაწილეებს, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესაუბრა. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ აღნიშნული მიწა 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა და პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა სასამართლო დავაა.

“ჩვენ ვიცავთ, როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო მესაკუთრის ინტერესებს, პირადად შევხვდი ადგილობრივებს და ვისაუბრეთ. პრობლემის გადაწყვეტა ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გზით დავაა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ, ეს მიწა 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იქნა გაყიდული,ამის დასტურად არსებობს ოფიციალური დოკუმენტებიც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო,რომ ტერიტორიის გასხვისებასთან ჩვენს ხელისუფლებას კავშირი არ აქვს,“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

ინფორმაციისთვის, დიცში მოსახლოებამ მიწების გასხვისება გააპროტესტა. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრინენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა მოითხოვეს. 

დიცში მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს 

დატოვეთ კომენტარი