ახალი ამბები

შიდა ქართლში იარაღის უკანონო შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს 

შიდა ქართლში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს, ხოლო 81 წლის მამაკაცი ამხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, 128 ვაზნა და 4 მჭიდი.

ამავე დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1941 წელს დაბადებული ო.ო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ო.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 680 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და 5 სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დატოვეთ კომენტარი