დღეს, 24 ნოემბერს, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნა დროებითი გამოფენა: „რკინიგზა ხაშურში-150“.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, რკინიგზასთან დაკავშირებული ფოტო-მასალა, დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ გამოფენილ ფოტო-მასალას შორის, არის ხაშურში გადაღებული ფოტო სურათი, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანია აღბეჭდილი.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით, „რკინიგზა ხაშურში-150“, ხაშურის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, დიდხანს დარჩება და გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც მოიცავს.
დატოვეთ კომენტარი