ახალი ამბები

რუისში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახს ქარელის მერიამ კოტეჯი შეუძინა 

სოფელ რუისში მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ ჩხიკვაძეების 4 სულიან ოჯახს ქარელის მერიამ საცხოვრებელი კოტეჯი შეუძინა. 

ჩხიკვაძეები არასათანადო პირობებში ცხოვრობნენ. ოჯახს საცხოვრებელი სახელდახელოდ, ხის ფიცრებით ჰქონდა მოწყობილი. 

ქარელის მერიის ცნობით, ოჯახს ჯიხური საყოფაცხოვრებო ინვეტართან ერთად გადაეცა. 

დატოვეთ კომენტარი