ახალი ამბები

ხაშურში, ტკოცის საჯარო სკოლის ეზოში 40 ძირი ნერგი დარგეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის ეზოში, 40 ძირი ნერგი დარგეს.

ხაშურის რესურსცენტრის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.

“8 უთხოვარი, 5 ვარდის ბუჩქი,12 კიპარისი და 15 ტუია მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად დარგეს”, – წერს რესურსცენტრი.

რესურსცენტრის განმარტებით, გამწვანების აქციის ორგანიზატორი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი” იყო. ღონისძიება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი