ახალი ამბები

შაქარი, ზეთი, კვერცხი – რას აჩუქებს ხაშურის მერია საახალწლოდ სოციალურად დაუცველებს?

ხაშურის მერია საახალწლოდ 370 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სასაჩუქრე პაკეტის გადაცემას აპირებს. ამისთვის კი, როგორც გამოცხადებული ტენდერიდან ვიგებთ, 26 600 ლარის დახარჯვას აპირებს.

დოკუმენტაციის მიღედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები მერიისგან საჩუქრად მიიღებენ:

  • 5 კგ შაქარს;
  • 4 ლიტრ ზეთს;
  • 25 ცალ კვერცხს;
  • 2 კგ შოკოლადს;
  • 2 ცალ შედუღებულ რძეს.
დატოვეთ კომენტარი