ახალი ამბები

“სკოლებთან პოლიციის მორიგებას მივესალმები” – გორის რესურსცენტრის უფროსი

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მოსწავლეების შესაძლო გატაცების ფაქტს, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ არც სკოლებში და არც მის მიმდებარედ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, გარეთ თუ რამე მოხდა, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

“პოლიცია რომ სკოლებთან დგას, ცუდი სულაც არ არის და პირიქით, დაცულად იგრძნობენ თავს მოსწავლეები და მათი მშობლები. რაც შეეხება სავარაუდო  ფაქტებს, სკოლაში, სკოლის ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუ სკოლის გარეთ მოხდა, რასაც მოსწავლეები ჰყვებიან, შესაძლოა, ამით იყოს გამოწვეული ეს მორიგეობა და ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები. ყველა სკოლაში  დაცულია უსაფრთხოების ზომები, იქ სადაც მანდატურის სამსახური არ არის, ბრძანებით არის განსაზღვრული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი”, – ამბობს ნანა.

ტერმაკოზაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე საჭირო ღონისძიებები პოლიციამ უნდა გაატაროს.

“მე რომ გითხრათ, რომ ფაქტის შესახებ ჩემამდე რაიმე ინფორმაცია მოვიდა, ასე არ არის. მეც ჭორების საფუძველზე ვიცი. მასწავლებელი სერიოზულად ეკიდება მოსწავლის ნათქვამს, იქნება ნამდვილი, თუ მისი ფანტაზიის ნაყოფი და თუ პედაგოგები მშობლებს ეუბნებიან, რომ ბავშვები მათ გაიყვანონ, ეს არის პრევენციის მიზნით. რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, ამაზე პოლიციამ უნდა იზრუნოს”,– განმარტავს ის.

ინფორმაციისთვის, მშობლების ინფორმაციით, სკოლებთან ბავშვის გატაცების მცდელობა რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.