ახალი ამბები

წმინდაწყალზე, ცხინვალის და ნადირაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით ახალი გზის მშენებლობა დაიწყო, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთი შეურთდება გვერდწითელის ქუჩას, რომელიც ერთმანეთთან ცხინვალის გზატკეცილსა და ნადირაძის ქუჩას დააკავშირებს.

“ახალი გზის მოწყობის შემდეგ, ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება ცხინვალის გზატკეცილსა და ტყვიავის ქუჩაზე”, – აცხადებენ მერიაში. 

დღემდე ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩებზე მოხვედრა, სადაც წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილია კონცენტრირებული, მხოლოდ ტყვიავის ქუჩის გავლით იყო შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, სამუშაოები ხორციელდება ცხინვალის გზატკეცილიდან ყიფიანის ქუჩამდე (247მ).

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით სატრანსპორტო ნაწილთან ერთად, მოეწყობა ტროტუარები პანდუსებით, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები, გარეგანათება და საგზაო ნიშნები.

“საპროექტო მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდება უკანონოდ განთავსებული დამხმარე, უსახური ნაგებობებისგან. ქუჩაზე გზასთან ერთად, იგეგმება სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაც.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.