ახალი ამბები

ხიდისთავში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლიდან ხელყუმბარები ამოიღეს 

“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სამართალდამცავებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საბრძოლო იარაღი და ხელყუმბარები ამოიღეს. 

“ხიდისთავში რეიდები ტარდება პოლიციის. გუშინ, ერთი სახლის ჩხრეკა ჩატარდა, ლენტები ქონდათ შემორტყმული და იარაღები და ხელყუმბარები ამოუღიათ”, – გვიყვება წყარო. 

მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სხვა საცხოვრებელი სახლი დღესაც გაჩხრიკეს. დამატებითი დეტალებს “მოზაიკა” არკვევს. შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.