კასპის მერია საცურაო აუზის აშენებას გეგმავს.
აუზის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამში, აუზის აშენებისთვის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 000 ლარის დახარჯვას აპირებს.
დატოვეთ კომენტარი