ახალი ამბები

ხაშურში, საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველოს რეგიონალური ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ხაშურის ცენტრალურ სტადონზე მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

„სოკერვეი“, რომელიც საფეხბურთო სტატისტიკებს იკვლევს, აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ხაშურის „ივერიასა“ და ახალციხის „სამცხეს“ შეხვედრას, რომელიც ხაშურელებმა 5-0 მოიგეს, 2 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც რეგიონალური ლიგის როგორც 2022 წლის, ისე უკანასკნელი ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.

რეგიონალური ლიგა საქართველოს რანგით მეხუთე, ყველაზე დაბალი პროფესიონალური დივიზიონია და მისი ეგიდით გამართული შეხვედრებისადმი მაყურებლის ინტერესი დაბალია, თუმცა „სოკერვეის“ ინფორმაციით, ხაშურის ცენტრალურ სტადიონზე მაყურებელთა საშუალო დასწრება 1700-1900 ადამიანს აღწევს, ხოლო სტადიონი 2 100 ადამიანზეა გათვლილი.

ხაშურის „ივერია“ 25 ტურის შემდეგ საქართველოს რეგიონალურ ლიგაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

დატოვეთ კომენტარი