ახალი ამბები

“ავტომობილი ჩემთვის ფუფუნების საგანი არ არის” – სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი  

“მე ჯორიც მყავს მონასტერში, ჯორითაც დავდივარ, ტრაქტორითაც დავდივარ, კამაზით და უამრავი სამშენებლო ტრანსპორტითაც, ამაზეც ისაუბრეთ”, – ასე ეხმაურება სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მას 120 000 დოლარიანი ავტომობილი ჰყავს. 

მისი თქმით, აღნიშნული ავტომანქანა მრევლმა უყიდა და ამ თემაზე საუბარი “ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია”. 

“ავტომობილი ჩემთვის ფუფუნების საგანი არ არის…  უფრო მნიშვნელოვან და უფრო დიდ საქმეებს ვემსახურები, როგორც მე ისე დანარჩენი ეპისკოპოსები. აქედან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია ამ საკითხებით დაინტერესდეთ. დიდი ხნის წინაც შემეძლო და ჩემი მრევლი მთავაზობდა, უარს ვეუბნებოდი, მაგრამ ახლა მრევლმა გადაწყვიტა, რომ ამ დიდი საქმისთვის, როგორიც ბანას კომპლექსის მშენებლობაა, მანქანა ეჩუქებინათ, რადგან ბევრჯერ გზაში დავრჩი. ჩემთვის თუ ეს კომფორტია, მაშინ ჯორზეც არ დავჯდები, როცა საჭიროა და რაც საჭიროა საქმისთვის ვიყენებ და არა პირადი კომფორტისთვის”, – ამბობს ეპისკოპოსი. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.

დატოვეთ კომენტარი