26 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა გაიმართება. „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის“ ინფორმაციით, ტურნირზე 26 სხვადასხვა ქვეყნის 165 სპორტსმენი დარეგისტრირდა.
ყველაზე მეტი სპორტსმენით საფრანგეთის ნაკრები იქნება წარმოდგენილი – 16 კაცი და 44 ქალი.
რაც შეეხება საქართველოს, ნაკრები 30 ფალავანითაა წარმოდგენილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველთაგან არც ერთი ქალი სპორტსმენი არ მიიღებს ტურნირში მონაწილეობას.
ქვეყნები ყველაზე მეტი სპორტსმენით:
- საფრანგეთი – 60
- საქართველო – 30
- ესპანეთი – 14
- სერბეთი – 13
- თურქეთი – 11
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ორი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონით იქნება ტურნირზე წარმოდგენილი: ლაშა ბექაური (-90) და ლაშა შავდათუაშვილი (-73)
საფრანგეთის სახელით ტურნირზე ორი ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას: ორგზის ოქროს მფლობელი ტედი რინერი (+90) და კლარის აგბენუ (-63)
ტურნირზე დარეგისტრირებულია ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის.
გორში კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰაიდაროვსაც ვიხილავთ (-73).