ახალი ამბები

“ნაჭარმაგევში” პოლიციელი სცემეს და ადამიანი დაჭრეს  – თვითმხილველი

გორში, რესტორან ნაჭარმაგევში ჩხუბი მოხდა. 

თვითმხილველის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს, ისროლეს იარაღიდანაც.

“ჩხუბი იყო, კაცი ძირს ეგდო და წიხლებს ურტყამდნენ. შემდეგ იარაღიდანაც გაისროლეს და ერთი ადამიანი დაიჭრა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

თვითმხილველის ცნობით, ნაცემია პოლიციელი და დაჭრილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება პოლიციელსა და მოქალაქეს შორის მოხდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები