ახალი ამბები

“მოხდება სახლების კურთხევა, ვისაც ამის სურვილი ექნება” – მეუფე ანდრია 

გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს გაესაუბრა და სთხოვა  ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას სახლების კურთხევასთან დაკავშირებით. 

“პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გადის, ამიტომ მისი კურთხევით ჩვენს მუნიციპალიტეტში ქალაქსა და სოფელში მოხდება სახლის კურთხევა, ოღონდ ეს იქნება ნებაყოფლობითი, საკრებულოს გაქვთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და თქვენ უნდა გააცნოთ მათ ეს დეტალები”, – მიმართა საკრებულოს დეპუტატებს მეუფე ანდრიამ.

მეუფე ანდრიას თქმით, შესაბამისი ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სოფლებს შემოივლიან და გააკეთებენ სახლის კურთხევის მსურველების სიას. 

“იქნება წინამოსამზადებელი პერიოდი. შედგება ჯგუფები,შემოივლიან სოფელს და ჩაინიშნავენ ვის აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს. დაიწყებენ და მთელი წელი გაგრძელდება პროცესი”, – განმარტა მეუფემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.