ახალი ამბები

აგარაში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია იწყება – ქარელის მერი

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას უახლოს დღეებში დავიწყებთ, – განაცხადა ქარელის მერმა. 

ზაზა გულიაშვილის თქმით, პროექტი სტადიონის, საშხაპეების და გასახდელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

“ტენდერი გამოცხადებული გვაქვს უკვე, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. მოხდება როგორც სტადიონის, ასევე ტრიბუნების, საშხაპეების და გასახდელების რეაბილიტაცია. სპორტის ხელშეწყობა გრძელდება და ამის მაგალითია ქარელის პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებაც, რომელიც მომავალ წელს მოხდება. ქარელოს სტადიონის რეაბილიტაცია სანამ დასრულდება, ჩვენი ფეხბურთელები აგარის სტადიონზე ივარჯიშებენ, რადგან ვფიქრიბ, რომ ქარელის სტადიონის რეაბილიტაციას უფრო მეტი დრო დასჭირდება, რადგან სტადიონი უნდა იყოს ისეთი, უეფას სტანდარტების შესაბამისი”, – აღნიშნა ზაზა გულიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი