ახალი ამბები

რატომ მოჭრეს გორის ცენტრში ვერხვის ხე? – კეთილმოწყობის სააგენტოს განმარტება

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვერხვის ხე მოჭრეს. კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქში ხეების ვარგისიანობას მერიის სპეციალური კომისია სწავლობს, რის შემდეგაც სააგენტო ჭრის დაზიანებულ ხეს.

“მერიას ჰყავს სპეციალური კომისია, რომელიც სწავლობს ქალაქში ხეების ვარგისიანობას, შემდეგ მოგვმართავს წერილით და ჩვენი სამსახური ამის შემდეგ ჭრის. ჭავჭავაძეზე არის ერთი ხე, რომელსაც შეხედავ და მწვანე ფოთოლი აქვს, მაგრამ შუაზეა გახლეჩილი, ასეთი ხეები საფრთხეს ქმნის და დროულად უნდა მოიჭრას”, – ამბობს ბარჯაძე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.