ახალი ამბები

ხაშურში ფემიციდის საწინაღმდეგო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

9 ნოემბერს, ოთხშაბათს ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში ფემიციდის საწინააღმდეგო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის “არა ფემიციდს” ფარგლებში მოეწყობა და მას ხაშურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ხაშურის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

დატოვეთ კომენტარი