ახალი ამბები

კაცი, რომელმაც ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, სასამართლომ გაამართლა

ხაშურში მამაკაცმა ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. საქმემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა.

“დაახლოებით18:30 საათზე ქალაქ ხაშურში მდებარე ბენზინგასამართ სადგურის ტერიოტორიაზე, გ.გ-მ მასთან არარეგსტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მ.ტ-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ხელი გაარტყა სახის არეში. გ.გ -ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი”, – ნათქვამია საქმის მასალებში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

საქმე მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და ის გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

დატოვეთ კომენტარი