5 ნოემბერს, “ქარელობის” გალა კონცერტზე “ღამის შოუს ბენდი” იმღერებს. ქარელის მერია მათ 17 000 ათას ლარს გადაუხდის.
“გადაწყვეტილება მიღებულია, შესყიდვების სააგენტომ ნებართვა მოგვცა 17 000 ლარის დახარჯვაზე”, – გვითხრა ქარელის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა, ვახო თურქაძემ.
ამავე თემაზე: “ქარელობაზე “ღამის შოუს ბენდის” ჩამოყვანა გვინდა, შევთავაზეთ და 17 000 ლარს ითხოვენ”
გალა კონცერტი 19 საათზე დაიწყება.
ინფორმაციისთვის, სახალხო დღესასწაულზე სიმღერისთვის კასპის მუნიციპალიტეტმაც “ღამის შოუს ბენდი” მიიწვია. ამისთვის კასპის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი ბარბი კირკიტაძეს გადაურიცხეს.
დატოვეთ კომენტარი