ახალი ამბები

ხაშურსა და ხცისში 2 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

ხაშურსა და ხცისში 2 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს, – ამ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

“ხაშურში, უკანონო სახერხ საამქროსთან ერთად, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). სოფელ ხცისში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 9 ერთეული მორი, 15 ერთეული ნახევრად დამუშავებული მორი, 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი) და 100 ერთეული ე.წ. პადონი”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში, 

დეპარტამენტის ინფორმაციით,  მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი