ახალი ამბები

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 3 მოქალაქიდან ერთ-ერთი მეჯვრისხეველი მოსწავლეა

მორიგი უკანონო დაკავება რუსი ოკუპანტების მიერ. ამჯერად მათ საქართველოს სამი მოქალაქე იარაღის მუქარით დააკავეს. გატაცებულთა შორისაა სკოლის მოსწავლე, 17 წლის მოზარდი.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ყვებიან გატაცებულები სხვადასხვა საქმეზე იყვნენ წასული და ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ სოფლ მეჯვრისხევის სასაფლაოსთან. ადგილობრივებმა ასევე გაიგეს გასროლის ხმაც.

ერთ-ერთი დაკავებულის, ვალერი ჯოხაძის ოჯახში ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების მუდმივი მოხმარება სჭირდება.

უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.