ახალი ამბები

კასპში ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეარჩევენ 

სათემო ორგანიზაცია ,,კომლის,, და  კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, კასპის მუნიციპალიტეტში 16-დან 29-წლამდე ახალგაზრდებისათვის იწყება ახალგაზრდული საბჭოს წევრად შერჩევის პროცესი, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით საბჭოს წევრებს აპლიკაციის შევსების შემდეგ, გასაუბრების საფუძველზე შეარჩევენ. 

“თუ ცხოვრობ ქალაქ კასპში ან მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში, გაქვს იდეები და სურვილი შენთვის და შენი თანატოლებისთვის არსებული გარემო გახადო უფრო მიმზიდველი და საინტერესო, აქტიურად ჩაერთო სტრუქტურულ დიალოგში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაშინ შეავსე ეს აპლიკაცია. ახალგაზრდული საბჭოს კანდიდატების საბჭოს წევრებად შერჩევა მოხდება შენი მოტივაციის და გასაუბრების საფუძველზე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კანდიდატებს შეარჩევს სპეციალურად შექმნილი კომისია. მუნიციპალიტეტის ერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან ახალგაზრდული საბჭოს წევრად შეირჩევა მაქსიმუმ სამი ადამიანი (მოსახლეობის რაოდენობისა და თემის ტერიტორიის გათვალისწინებით).  აპლიკაციებიმიიღება 15 ნოემბრამდე გრძელდება. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდული საბჭო მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებსა დასაჭიროებებზე მორგებული პროგრამების განვითარებას,ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდული იდეების და ინიციატივების მხარდაჭერას და ადვოკატირებას ხელისუფლებასთან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.