გორის მესამე საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ამბობს, რომ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ. ამის შესახებ თეა კეჩხუაშვილმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.
მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ინციდენტია, რომელზეც დისციპლინურმა საბჭომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.
“დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, შევიკრიბეთ კომისიის სხდომაზე, წაიკითხეს ახსნა-განმარტებები,(აბსოლუტური აბიდუბია) გაიხსნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, კომისიის სხდომას ესწრებოდა 5 კაცი, რომლიდნაც სამმა გამოიტანა დასკვნა რომ ჩანაწერში ძალადობის ფაქტები არ იკვეთებოდა. ამავე დროს არ შემდგარა ოქმი. შემდგომ, კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა ხარშილაძემ, ანგაჟირებულად მიიღო მცდარი დასკვნა, რომლის საფუძველზეც ასევე მიკერძოებულად მოქმედი დირექტორი მათავიაუფლებს სკოლიდან. მე, თეო კეჩხუაშვილი სპორტის პედაგოგი, რომელსაც არასდროს არანაირი გადაცდომა არ მქონია და რომელიც ვარ მარტოხელა მცირეწლოვანი ბავშვის დედა, მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. გთხოვთ, გაეცნოთ საქმის ვითარებას”, – წერს თეა კეჩხუაშვილი.
გორის მე – 3 საჯარო სკოლაში სპორტის პედაგოგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ