ახალი ამბები

გორის 1-ელი საბავშვო ბაღის დირექტორად თეა წაველიძე დაინიშნა

გორის 1-ელი საბავშვო ბაღის დირექტორად თეა წაველიძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია “მოზაიკას” ბაღების სააგენტოშიც დაუდასტურეს. 

“გიდასტურებთ, რომ ნამდვილად დაინიშნა,  ეს იყო მისი დაწინაურება, მანამდე აღზრდელად მუშაობდა მე-10 ბაღში”, – გვითხრეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში. 

შეგახსენებთ, რომ თეა წაველიძე ის პედაგოგია, რომელმაც საკუთარ აღსაზრდელებს საზეიმო სამოსი საკუთარი ხელით, უსასყიდლოდ დაუმზადა.

ინფორმაციისთვის, პირველი საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც სოფო სისუაშვილმა პოსტი დატოვა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.