ახალი ამბები

ქარელის მერიამ შესაძლოა, დავალიანების გამო, მოქალაქეებს სასამართლოში უჩივლოს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია იმ აბონეტების გადამოწმება დაიწყო, რომლებიც დასუფთავების გადასახადს არ იხდიან.

“მოსახლეობა ერთ გადავსებულ ურნას არ გვპატიობს და მაშინვე ფეისბუქზე ტვირთავენ ფოტოებს. ჩვენც მათგან ანალოგიურს ვითხოვთ. ვემსახურებით მათ და ვითხოვთ ამ მომსახურებისა გადაიხადონ”, –  ამბობს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი. 

მისი თქმით, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მერია სასამართლო დავას დაიწყებს. 

“არავის არ ეხალისება სასამართლლში სიარული და არც ჩვენ. ვაფთხილებთ 2-ჯერ, 3-ჯერ, რომ დაფარონ დავალიანება. ეს არ არის ხუთი და ათი ლარი. უმრავლესობასთან დავალიანება არის დიდი რაოდენობით, მაგრამ რეაგირება მათი მხრიდან არის ნული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვიხარია ვინმესთან რაიმე დავაში შევიდეთ, მითუმეტეს მოსახლეობასთან. უბრალოდ  სხვა გამოსავალი არა გვაქვს”, – განაცხადა გულიაშვილმა. 

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, აბონენტების გაფრთხილება უკვე დაიწყეს. 

“მოხდება მოსახლეობის გადამოწმება, რა დროსაც ურჩი აბონენტები იქნებიან გაფთხილებულნი, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად. თუ კვლავ არ მოხდება დავალიანების დაფარვა, საქმე გადაეცემა სასამართლოს და იქ გაგრძელდება დავა”, – აღნიშნა ლადო გოდელაძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი