ახალი ამბები

სტადიონებს იმიტომ ვაშენებთ, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ “ბირჟაზე” დგომის დრო – ხაშურის მერი

“2022 წელს 20 სპორტული სტადიონი გაკეთდა”, – განაცხადა ხაშურის მერმა საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას. 

თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, სპორტული მოედნების მოწყობა მუნიციპალიტეტში გრძელდება. 

“ძველი სტადიონები განვაახლეთ. ფაქტიურად ახლიდან შენდება გაგარინზე და მე-7 სკოლასთან. ეს სტადიონები კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები მიეჩვიონ ჯანსაღ ცხოვრებას, რომ არ ქონდეთ “ბირჟაზე “დგომის დრო, “ბირჟაზე” დგომაც კარგია, ოღონდ გარკვეული დოზით, სპორტული ცხოვრება კი უფრო მნიშვნეოლოვანია”, – აღნიშნა ხაშურის მერმა თენგო ჩიტიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი