ახალი ამბები

ხაშურის “ეტალონ მოსწავლე” ანანო ქართველიშვილი გახდა

ხაშურში დასრულდა ეროვნულ-ინტელექტუალური ჩემპიონატი “ეტალონი”.

კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული ოსიაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანანო ქართველიშვილი გახდა. 

“ანანო ქართველიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს ფინალში, რომელიც დეკემბერში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 77 გამარჯვებული მოსწავლე”, – ნათქვამია ხაშურის რესურსცენტრის განცხადებაში. 

ფინალური შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, სადაც სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლე გამოვლინდება.

დატოვეთ კომენტარი