ახალი ამბები

გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად მერაბ რაზმაძე დაინიშნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად მერაბ რაზმაძე დაინიშნა. “მოზაიკას” ეს ინფორმაციას გორის მერიამაც დაუდასტურა.

რაზმაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გორის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

ინფორმაციისთვის, მერიის შიდა აუდიტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თამარ ზურაბაშვილმა მუშაობა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში გააგრძელა.

დატოვეთ კომენტარი