ახალი ამბები

ახალსოფელში ჩოგბურთის კორტები და ახალი სასტუმრო შენდება – კასპის მერია

ახალსოფელში ახალი სასტუმროს და ჩოგბურთის კორტები შენდება, – ამის შესახებ “მოზაიკას” კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღანელი ესაუბრა.

თეა ხორბალაძის თქმით, სასტუმროს და კორტები სტუმრების მისაღებას მომავალ წელს უკვე მზად იქნება. 

“ახალი სასტუმროს “”შატო მეფის ქალაქი” და ჩოგბურთის კორტების მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ახალქალაქში, რომელიც 2023 წელს დასრულდება და პროექტი „აწარმოე საქართველოშისა“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფონზე კასპში ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია”, – გვითხრა თეა ხორბალაძემ.

ინფორმაციისთვის, ახალქალაქში ჩოგბურთის კორტები აშენების გადაწყვეტილება „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ მიიღო. დაგეგმილია, ოთხი კორტის მოწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან  60 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები