ახალი ამბები

ქარელში 75 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს 

ქარელის მუნიციპალიტეტში, 75 წლის ქალზე სექსუალურად ძალადობა სცადეს. 

წყაროს ინფორმაციით, დაზარალებულთან იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და პოლიციამ გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით დაიწყო. 

“როგორც ვიცი, ოჯახის ახლობლის მხრიდან ჰქონდა ძალადობის მცდელობას ადგილი”, – უთხრეს “მოზაიკას”.

მომხდართან დაკავშირებით, “მოზაიკა” შსს-ს დაუკავშირდა. უწყება ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.