ახალი ამბები

“ეს არის უკანონო დაკავება, მას ძალადობა არ ჩაუდენია” – ალექსი მარიამიძის ადვოკატი

ეს არის უკანონო დაკავება, – თქვა გორის ყოფილი მერის მოადგილის, ალექსი მარიამიძის ადვოკატმა. 

მის ინტერესებს ადვოკატი ზაზა გიგაური იცავს. გიგაურის თქმით, მარიამიძე უდანაშაულოა. 

“მას ძალადობა არ ჩაუდენია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება კი არა, მინიშნებაც კი. არ იყო ძალადობის ნიშნები, არც ექსპერტიზის დასკვნები”, – თქვა გიგაურმა. 

მისი თქმით, ალექსი მარიამიძე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.