გორის ქუჩებში ახალი სტენსილი გამოჩნდა, რომელიც გორელ ფოტოგრაფთა კლუბის პროექტის “არტ-ჰაუსი 2022” ფარგლებში შეიქმნა.
სტენსილი, რომელზეც გორელი გამოჩენილი მოღვაწეები არიან გამოსახული, გორიჯვრის ქუჩაზე მდებარეობს.
“პირველი სტენსილი “გორელი გამოჩენილი მოღვაწეები” ეკუთვნის მარიამ შალამბერიძეს და ზოგადად ის არის ამ იდეის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. მან გადაამზადა ახალგაზრდები და შემდეგი სტენსილების ავტორები უკვე ისინი იქნებიან”, – გვითხრა კლუბის წევრმა, ოთო გვრიტიშვილმა.
მისი თქმით, პროექტით, წლის ბოლომდე ქალაქში კიდევ 4 სტენსილის გაკეთებაა დაგეგმილი.
“შემდეგ თემატიკა შეიცვლება. ვაპირებთ სპორტული თემატიკის სტენსილის გაკეთებას. კიდევ იგეგმება დაახლოებით 30 მეტრიან სიგრძეზე აბსტრაქტული და თავისუფალი კოლაჟის გაკეთება“, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.