კასპში, მოქალაქე ქვით სიცოცხლის მოსპობით, ორ ადამიანს დაემუქრა. საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა.
დოკუმენტების მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულების საცხოვრებელ სახლის კართან ქვით მივიდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
“რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში”, – წერია საქმის მასალებში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პიროვნება წარსულში ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის – კერძოდ, ის ორჯერ არის ნასამართლევი, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და ძალადობისთვის.
საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განილიხა და ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ნ.ჯ. მანამდეც იყო ნასამართლევი, მას სასჯელის ვადა 4 წლით განესაღვრა, მან ასევე უნდა გადაიხადოს ჯარიმა 1 000 ლარი.