ახალი ამბები

კასპის სარაგბო კლუბი “მოურავი” პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს 

კასპის სარაგბო კლუბი “მოურავი” პირველ ოფიციალურ შეხვედრას, 28 ოქტომბერს, გამართავს, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყება მოქალაქეებს თამაშზე მისვლისა და კლუბის გულშემატკივრობისკენ მოუწოდებს. 

“ისინი პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ თიანეთის „ცხრაკარასთან“. ახალგაზრდა მორაგბეებს მაყურებლის მხარდაჭერა და გულშემატკივრობა სჭირდებათ“. 

“მოურავის” საგულშემატკივროდ, კასპის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე მისვლას მერიის თანამშრომლებიც გეგმავენ. 

„ჩვენ ვაპირებთ თამაშზე მისვლას და კასპის სარაგბო კლუბის გულშემატკივრობას. რაც შეეხება მერს, ზუსტად ვერ გეტყვით, ბატონი ვახტანგი დაესწრება თუ არა ამ შეხვედრას, თუმცა სპორტში ის საკმაოდ აქტიურად არის ჩართული და ამ კლუბის ჩამოყალიბებაც მისი ინიციატივა იყო”, – გვითხრეს კასპის მერიაში. 

გიორგი კვერცხიშვილისა და გიორგი ბერიაშვილის გაწვრთნილი „მოურავის“  შეხვედრა თიანეთის „ცხრაკარასთან” 15:00 საათზე დაიწყება. 

ინფორმაციისთვის, სარაგბო კლუბი „მოურავი“ 10 თვის წინ შეიქმნა.

დატოვეთ კომენტარი