ახალი ამბები

გორის კლუბები “HELLOWEEN”-ისთვის ემზადებიან 

გორის კლუბები “Helloween”-ისთვის ემზადებიან. კლუბები  AURA / აურა და  IDEA / იდეა ჰელოუინის ღამეს გამართავენ.  IDEA / იდეა საღამოს “სექტორ #1”-თან თანამშრომლობით ჩაატარებს.

 IDEA / იდეა

IDEA – ს რიგით მესამე, კოსტიუმირებული წვეულება – HALLOWEEN NIGHT 29 ოქტომბერს მოეწყობა და ადგილობრივი ტექნო სცენის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

“სიამაყით წარმოგიდგენთ ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი პატივსაცემ არტისტს, კლუბ KHIDI – ს რეზიდენტსა და გამორჩეულ პროდუსერს, ლადუკა ნინუას, პროექტით – OTHR , რომელიც ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ არტისტად მოიაზრება.  დიჯეი-პერფორმანსით ღამეს შეუერთდება ლეიბლ Murder Tbilisi – ს დამფუძნებელი, დავით ჯაფარიძე, ტექნო პროექტით PURITAN , B2B სეტით კი მსმენელის წინაშე წარსდგებიან ქართველი პროდუსერი და დიჯეი ლეონტი ქვარაია. მისი მთავარი პროექტით MBODVELI და ტექნო სცენის ახალი თაობის წარმომადგენელი გიგი მახარაშვილი, სასცენო სახელით REFRESH THE SYSTEM. მათთან ერთად ღამეს წარუძღვება თბილისში მოღვაწე, ამერიკელი არტისტი MCKENZIE “, – ამბობენ ორგანიზატორები. 

მათივე ცნობით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. კარი გაიღება 23:00 საათიდან.

საღამოს IDEA / იდეა “სექტორ #1”-თან თანამშრომლობით ატარებს.

“სიამოვნებით ვაანონსებთ, რომ ღონისძიებას ჩვენც ვურთდებით და IDEA – ს სივრცეში Sector N1 – ს კუთხეც დაგხვდებათ. კლუბთან ჩვენი კოლაბორაცია გულისხმობს, რომ ივენთის მსვლელობისას, ნებისმიერ დროს შეძლებთ ნებისმიერი თემატური მაკიაჟის ადგილზევე გაკეთებას”.

AURA / აურა

30 ოქტომბერს ღონისძებას ჩაატარებენ კლუბში “აურა”, რომელსაც 5 დიჯეი გააფორმებს.

“შესვლა იქნება 18 წლიდან და საჭირო იქნება პირადობის მოწმობა. 10:00 საათზე გაიღება კარი და დასრულდება დილის 6 საათზე. ერთი ადამიანის შემოსვლა ეღირება 20 ლარი”, – ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, თაზო გამხუაშვილი.

ღონისძიებაზე დაუკრავენ FELON, SEFFIRON, NEX, LONEX და LEON TWEEN.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.