ახალი ამბები

ვოვა შუღლიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

გაირკვევა ყველაფერი, – განაცხადა სასამართლო სხდომის დაწყებამდე გორის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ვოვა შუღლიაშვილმა, რომელსაც პროკურატურამ ბრალი დავით წეწვაძესთან ერთად წარუდგინა.

“გაირკვევა ყველაფერი, მე არ ვეთანხმები ბრალს, დანაშაული არ ჩამიდენია”, – განაცხადა შუღლიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის ბრალდებით, 2017 წელს, დავით წეწვაძის თხოვნით, ვლადიმერ შუღლიაშვილმა, ერთი პირი შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნა. აღნიშნული პიროვნება სამსახურში არ დადიოდა, მისი სახელფასო ბარათით დავით წეწვაძე სარგებლობდა. პროკურატურის მტკიცებით,  დავით წეწვაძემ ამ ფორმით  6 თვის ხელფასი და 2 პრემია მიითვისა; გამოძიების ცნობითვე, ამის პარალელურად, შტატგარეშედ დანიშნული თანამშრომელი და დავით წეწვაძე სარეალიზაციოდ ინახავდნენ 6 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტს. 

თქმით,

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.